პროექტის მენეჯმენტი მეწარმეობის საფუძვლების პროგრამაში
1.5 საათი
ეს ელექტრონული სასწავლო მოდული პროექტების მენეჯმენტის შესახებ შექმნილია იმისთვის, რომ გაიაროთ პროექტის მართვის პროცესები და გასწავლოთ პროექტის მენეჯმენტის უნარები და კონცეფციები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ პროექტში. ყოველი მოდულის ბოლოს მოგეცემათ შაბლონები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი საკუთარი პროექტების დასასრულებლად.
All images supplied by Freepik
თავი 1: შესავალი პროექტის მენეჯმენტში
ჩვენ, ყველას გვქონია შეხება პროექტის მენეჯმენტის ამა თუ იმ სახესთან. ფაქტობრივად, თქვენ, ალბათ, დიდი ხანია შემუშავებული გაქვთ და გაუცნობიერებლად მართავთ კიდეც პროექტებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თავი 2: პროექტის ინიცირება
პროექტის დაწყებისას პირველი, რაც უნდა შესრულდეს, უნდა განისაზღვროს პროექტის მიზნები. ეს არის შესაძლებლობა, გადაწყდეს, თუ რა გაკეთდება და როგორი იქნება მოსალოდნელი შედეგი. თქვენ შეიტყობთ უფრო მეტს სამომავლო შედეგის შესახებ, იქნება ეს პროდუქტი, მომსახურება თუ პროცესი.
თავი 3: პროექტის დაგეგმვა
ზუსტი დაგეგმვის გარეშე, პროექტის მენეჯერს და მთლიანად გუნდს შეიძლება გაუჭირდეს პროექტის წარმატებით განხორციელება. თქვენ ისწავლით, თუ როგორ უნდა გაიაროთ სხვადასხვა ეტაპი და ოპტიმალურად გაანაწილოთ სამუშაო.
თავი 4: განხორციელება, მონიტორინგი და კონტროლი
აღსრულება არის პროექტის გეგმის მუშაობის პროცესი. ეს გულისხმობს თქვენი პროექტის გეგმის ამოქმედებას. პროექტის გეგმა წარმოადგენს სახელმძღვანელოს, რომელიც უზრუნველყოფს შედეგის შესრულებას – პროექტის განზრახული მიზნების – მიღწეულია სრულად, დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში.
თავი 5: პროექტის დასრულება
პროექტის დასრულება შედეგის მიღწევაა. ეს არის დიდი მუშაობის შედეგი. როგორც ჯგუფმა, თქვენ და გუნდის წევრებმა ერთობლივად შეიმუშავეთ იდეა, დაგეგმეთ ის, შეასრულეთ, განახორციელეთ მონიტორინგი/კონტროლი ახლა კი მიაღწიეთ პროექტის დასრულების ეტაპს.
მასწავლებლის სახელმძღვანელო
თუ გესაჭიროებათ დახმარება ხუთი განსხვავებული მოდულის სწავლებისას, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ “მასწავლებლის სახელმძღვანელო”. აქ შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინსტრუქცია ყველა მოდულის შესახებ თუ როგორ ასწავლოთ ის ინდივიდუალურ და კლასობრივ დონეზე.